ნათია მეზვრიშვილი – ”ჩვენ ჯიბღაშვილი დავაკავეთ, პროკურატურამ გამოუშვა, ეს არ ნიშნავს, რომ ჯიბღაშვილმა სასჯელი აიცილა”

ნათია მეზვრიშვილი - ”ჩვენ ჯიბღაშვილი დავაკავეთ, პროკურატურამ გამოუშვა, ეს არ ნიშნავს, რომ ჯიბღაშვილმა სასჯელი აიცილა”შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბატონი ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯიბღაშვილი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დააკავა.

“სამინისტრო არ გახლავთ უფლებამოსილი, რომ აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს პირის მიმართ. ყველაზე მკაცრი ზომა, რისი განხორციელებაც სამინისტროს შეუძლია, ეს გახლავთ დაკავება და სამინისტრომ ეს ყველაზე მკაცრი ზომა ბატონი ჯიბღაშვილის მიმართ გამოიყენა – დააკავა სისხლის სამართლის წესით.

რაც შეეხება ბრალდებას: მას პროკურატურამ წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღვეთის ღონისძიება, რომელიც სამწუხაროდ, საზოგადოებას ხშირად ერევა სასჯელში. აღკვეთის ღონისძიება პირის მიმართ გამოიყენება ინდივიდუალურად: პიროვნული მახასიათებლების, წარსულში ნასამართლეობის და ა.შ. მიხედვით. არ ვცდილობ არაფრის ახსნას, ვცდილობ იურდიული პროცედურები განვმარტო. ამით ყველაფერი დამთავრებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ ხვალ სასამართლომ ბატონ ჯიბღაშვილს, შესაძლოა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდოს,” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

იპნ