ნეპალში თვითმფრინავი ვერტმფრენს შეეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

ნეპალში თვითმფრინავი ვერტმფრენს შეეჯახა - 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდანეპალის აღმოსავლეთში მდებარე აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავის ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

ინციდენტი ქალაქ ლუკლას მახლობლად მოხდა, რომელიც ტურისტებისა და ალპინისტების გადაყვანის პუნქტია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის დროს, თვითმფრინავში მგზავრები არ ყოფილან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა.

შეჯახების მიზეზებზე არაფერია ცნობილი. პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს.

იპნ