ნოტრ დამში მაცხოვრის გვირგვინი სახანძროების კაპელანმა ფურნიემ გადაარჩინა

ნოტრ დამში მაცხოვრის გვირგვინი სახანძროების კაპელანმა ფურნიემ გადაარჩინასაფრანგეთში სახანძრო ბრიგადის კაპელან ჟან-მარკ ფურნიეს ნამდვილ გმირად მოიხსენიებენ. არსებული ინფორმაციით, სწორედ მან შეძლო ცეცხლის ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან ქრისტიანული რელიკვიების, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინის გამოტანა.

როგორც ჟურნალისტებს პარიზის მე-15 ოლქის მერმა ფილიპ გუჟონმა განუცხადა, ფურნიემ მეხანძრეებთანე ერთად შენობაში შესვლა მოითხოვა და რელიკვიები გადაარჩინა.

„მას არაფრის შეეშინდა. პირდაპირ რელიკვიებთან მივიდა და დარწმუნდა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სახანძრო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Daily Mail-თან საუბარში.

ჟან-მარკ ფურნიემ სიმამაცე 2015 წელს საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანზე“ ტერორისტული შეტევის დროსაც გამოიჩინა, როდესაც ის დაჭრილებს ეხმარებოდა. წარსულში ის გერმანიაში მუშაობდა, შემდეგ კი პარიზის სახანძრო ბრიგადას შეუერთდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ავღანეთშიც მსახურობდა.

იმედინიუსი