ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელს გავყიდით”

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელს გავყიდით”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავის გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ზაფხულში მანჩესტერში საკმაოდ ბევრი ვცლილება იქნება. სოლსკიაერის აზრით მანჩესტერის რამდენიმე ფეხბურთელი ამ გუნდის დონეს არ აკმაყოფილებს:

”მე ვესაუბრე ჩემს მოთამაშეებს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს პოტენციალი, რომ მომავალ სეზონში უკეთ ვითამაშოთ, თუმცა გაძლიერება აუცილებლად მოგვიწევს. რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენი გუნდის დონეს არ აკმაყოფილებენ და მათ გუნდის დატოვება მოუწევთ”.