პანკისში პოლიციამ რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პანკისში პოლიციამ რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა - რამდენიმე ადამიანი დაშავდაპანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება გრძელდება. სამართალდამცავეებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რომლის დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, 3 მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ასევე, ხეობაში გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ტექნიკა.

იპნ