პერუს ექსპრეზიდენტი, რომელმაც დაკავებისას თავის მოკვლა სცადა, გარდაიცვალა

პერუს ექსპრეზიდენტი, რომელმაც დაკავებისას თავის მოკვლა სცადა, გარდაიცვალაპერუს ყოფილი პრეზიდენტი ალან გარსია პერესი, რომელმაც დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველები მის დაკავებას კორუფციის ბრალდებით, ცდილობდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი გარსიას სახლში მოხდა, რა დროსაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი კისრის არეში მოახდინა.
ალან გარსია პერუს პრეზიდენტის თანამდებობა ორჯერ ეკავა :1986-1990 და 2006-2011 წლებში. მას ბრალად ერთ-ერთი უმსხვილესი ბრაზილიური სამშენებლო კომპანიისგან – “Odebrecht” ქრთამის აღება ედება.

კვირა