ფოთში მანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, რომელიც წაიქცა და კაცს დაეცა

ფოთში მანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, რომელიც წაიქცა და კაცს დაეცაფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, “ფორდის” მარკის ავტომანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.

დაშავებულია მანქანის მძღოლიც. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა იმყოფებოდა.

“ადგილზე მისულებს დაგვხვდა ორი დაშავებული. გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული, მეორის კი სტაბილურია”, – განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

იპნ