ქობულია გაუშვეს, მის ადგილზე ნათია თურნავა დაინიშნა

ქობულია გაუშვეს, მის ადგილზე ნათია თურნავა დაინიშნაეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნათია თურნავა ჩაანაცვლებს, თურნავა სწორედ ქობულიას მოადგილის პოსტს იკავებდა.

ნათია თურნავას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი უკვე მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თანამდებობიდან გიორგი ქობულია პრემიერის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. აღნიშნულის მიზეზად უთანხმოება სახელდება როგორც მამუკა ბახტაძესთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან.