რატომ არ აქრობენ ჰაერიდან ნოტრ დამის ხანძარს

რატომ არ აქრობენ ჰაერიდან ნოტრ დამის ხანძარსპარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ავიაციის მეშვეობით ჩაქრობა დაუშვებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ავიაციის მეშვეობით ხანძრის ჩაქრობა შენობის ჩამონგრევას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ ხანძრის შედეგად უკვე ჩამოინგრა ნოტრ-დამის შპილი და სახურავი.

ადგილზე 400-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. მათი თქმით, ხანძრი სწრაფად ვრცელდება და მისი ლოკალიზება რთულია. ნოტრ-დამის ადმინისტრაციამ ასევე აღნიშნა, რომ ტაძარში არსებულ რელიკვიებს საფრთხე არ ემუქრება.