რატომ ქვია სუსი ლევან ჯიბღაშვილის კომპანიას

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი “რექციაში” სტუმრობისას მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში არაერთი ცილისწამება გაჟღერდა.

მსახიობი და ბიზნესმენი არ უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მეგობრობას, თუმცა აცხადებს, რომ მათ ურთიერთობას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არანაირი კავშირი არ ჰქონია.
“ამოიღეს ჩემი კომპანიების ჩამონათვალი, სადაც იყო ერთ-ერთი შპს სუსი, ეს კომპანია არის დარეგისტრირებული 2015 წელს, მაშინ როცა უნდა გაგვეკეთებინა საქველმოქმედო ორგანიზაცია “სულიერება და სიბრძნე”, ეს ინიციალები რომ ჩავწერეთ, ამოვიდა ინიციალები და დაერქვა სუსი. ამავე წელს შეიქმნა სუსის სამსახური და მერე და მერე გახდა პოპულარული”- განაცხადა მსახიობმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019