„როცა ჩემი ცოლის ცხედარი სახლიდან გაასვენეს, მე მარტო ვცეკვავდი”

„როცა ჩემი ცოლის ცხედარი სახლიდან გაასვენეს, მე მარტო ვცეკვავდი"„მე ვცეკვავდი სიმღერაზე, რომელზეც ერთად ვცეკვავდით ხოლმე…” – ამბობს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მერი იანის ბუტარისი Grtimes-თან ინტერვიუში.

ქალაქის მერი გადაცემაში კრემატორიუმის შექმნის საკითხზე მიიწვიეს, საუბრისას კი მან პირადი ტრაგედიის შესახებ გულწრფელად ისაუბრა.

„მე სიკვდილს მიჩვეული ვარ… ჩემი ცოლი 5 წლის განმავლობაში ავად იყო და ამაზე ვსაუბრობდით… გეტყვით რაღაცას, რაც არ უნდა ვთქვა… როცა ჩემი გარდაცვლილი ცოლი სახლიდან წაიყვანეს, მე ვცეკვავდი მარტო სიმღერაზე, რომელზეც ერთად ვცეკვავდით ხოლმე… თუ ეს ვინმეს რამეს ეუბნება, ძალიან კარგი, მაგრამ თუ არა, ეს არ მადარდებს,” – ამბობს თესალონიკის მერი.

პრაიმ ტაიმი