საბერძნეთიდან ქართველების გაძევებას აპირებენ – “გვექცევიან, როგორც მათხოვრებს”

საბერძნეთის ხელისუფლება საქართველოს ათობით მოქალაქეს დეპორტაციისთვის ამზადებს – ამის შესახებ “კურიერს”  საბერძნეთიდან შეატყობინეს.

„კურიერს“ ერთ-ერთ ემიგრანტი დაუკავშირდა. როგორც ათენში მცხოვრები ქართველი ამბობს, ის ამ დროისთვის ათენის ე.წ. სადეპორტო თავშესაფარში იმყოფება და ქვეყნიდან გამოძევებას ელოდება.

მისი თქმით, პირობები არის საკმაოდ გაუსაძლისი და ათობით ქართველი საბერძნეთიდან გამოძევების მოლოდინშია.

ქართველი ემიგრანტის თქმით, პოლიტიკურ თავშესაფარზე საბერძნეთის უარი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ეს ემიგრანტებს თავშესაფრის ძიებაში პრობლემებს უქმნით.

„ძალიან ბევრი ქართველი მოჰყავთ ყოველდღიურად აქ. უკან უშვებენ ზოგს, ზოგი გადაჰყავთ სამთვიან პატიმრობებზე, ზოგს კი აქ ტოვებენ. უბრალოდ ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაა და მინდა რომ გაფრთხილდნენ ქართველები, რომლებიც აპირებენ ევროპაში და კერძოდ საბერძნეთში ჩამოსვლას, რომ მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი.

მინდა იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი არის ამ მთავრობის ბრალი. გვექცევიან, როგორც მათხოვრებს, დღეში ორჯერ ერთი ნაჭერი პური, ძეხვი და ყველი… არანაირი დახმარება არ არის საერთოდ, ძალიან მცირედი სურსათის მხრივ. უბრალოდ არის განმარტება იმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნილები არ არსებობენ, რადგან საქართველო არის ყველაზე დაცული ქვეყანა“ – ამბობს ათენში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019