საგანგებო შეხვედრა კობახიძის კაბინეტში – უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარესთან იკრიბებიან

საგანგებო შეხვედრა კობახიძის კაბინეტში - უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარესთან იკრიბებიანპარლამენტის ხმაურიან სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძის კაბინეტში იკრიბებიან. საგანგებო შეკრებაზე, ალბათ, დღევანდელი დღის წესრიგის საკითხებს განიხილავენ.

შეგახსენებთ: პარლამენტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ ხმაურით დაიწყო. ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ და შემდეგ ემსჯელათ კანონპროექტზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.

სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და როგორი იქნება რედაქტირებული ვარიანტი.

ოპოზიცია დროს ითხოვდა, რათა დეპუტატები ახალ პროექტს გაცნობოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ოპონენტები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს მიმართა და სთხოვა, რომ სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.