სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის სასახლეში კვიპროსის პრეზიდენტი მიიღო

სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის სასახლეში კვიპროსის პრეზიდენტი მიიღოავლაბრის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალურ მიღებას მართავს. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, რომელმაც ავლაბრის სასახლეში მუშაობაზე უარი თქვა და ათონელის რეზიდენციაში გადავიდა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს სწორედ ამ სივრცეში მასპინძლობს.

პროტოკოლის თანახმად, ავლაბრის სასახლის ეზოში შედგება დახვედრის ცერემონია, შესრულდება კვიპროსისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, სალომე ზურაბიშვილი და ნიკოს ანასტასიადისი პატივს მიაგებენ საქართველოს სახელმწიფო დროშას და დელეგაციების წევრებს წარუდგენენ ერთმანეთს. კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა.

კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე.

საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, გააკეთებენ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიულს უწოდებენ.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შეხვდებიან. დაგეგმილია ასევე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო – კვიპროსის პრეზიდენტები მიიღებენ.