სამგზავრო მატარებელი ხაშურთან მამაკაცს დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

სამგზავრო მატარებელი ხაშურთან მამაკაცს დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპახაშურთან, ბათუმი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, მატარებელი ერთ საათზე მეტია გაჩერებულია. როგორც „ნიუპოსტს“ შსს პრესსამახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-7 წლამდე.