საფრანგეთში 49 წლის მარინა დოლიძე გარდაიცვალა – “მისი 7 წლიანი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა უცხო მიწაზე… მიწა არ მინდა, დამაყარეთ ცრემლები წრფელი”

საფრანგეთში 49 წლის მარინა დოლიძე გარდაიცვალა - "მისი 7 წლიანი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა უცხო მიწაზე... მიწა არ მინდა, დამაყარეთ ცრემლები წრფელი"შოთო სიხარულიძემ ფეისბუქში დაწერა:

კუბო არ მინდა
ჩამაწვინეთ თქვენს სიყვარულში
შემომახვიეთ მოგონება ყველასი თქვენი
შუბლზე მაკოცეთ
მაგრძნობინეთ ბოლოჯერ სითბო
მიწა არ მინდა
დამაყარეთ ცრემლები წრფელი საფრანგეთში 49 წლის მარინა დოლიძე გარდაიცვალა - "მისი 7 წლიანი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა უცხო მიწაზე... მიწა არ მინდა, დამაყარეთ ცრემლები წრფელი"

საფრანგეთში გარდაიცვალა მარინა დოლიძე ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი ქალბატონი, მისი 7 წლიანი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე…. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 49 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა. ‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.”