საქსტატი: საქართველოში ხუთსულიან ოჯახს თვეში 361.2 ლარად შეუძლია არსებობა

საქსტატი: საქართველოში ხუთსულიან ოჯახს თვეში 361.2 ლარად შეუძლია არსებობასაქსტატი 2019 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად წინა თვეებისა, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი კვლავაც გაიზარდა.

თუ 2019 წლის თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 179.1 ლარი იყო, ახლა ეს ციფრი 181.2 ლარია.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საარსებო მინიმუმი 176.9 ლარი იყო.

საქართველოში საშუალო ოჯახს არსებობა, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 304.0 ლარად შეუძლია, ხოლო საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 160.5 ლარია.

საქსტატის მიხედვით, საქართველოში ხუთსულიან ოჯახს თვეში 361.2 ლარად შეუძლია არსებობა.