საუდის არაბეთიდან გაქცეული დები საქართველოში დახმარებას ითხოვენ

საუდის არაბეთიდან გაქცეული დები საქართველოში დახმარებას ითხოვენსაუდის არაბეთიდან გაქცეული დები – მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები აცხადებენ, რომ საქართველოში იმყოფებიან. ისინი „ტვიტერში“ ვიდეომიმართვებს აქვეყნებენ და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვას სთხოვენ.

„ჩვენ საუდელი დები ვართ, ჩემი სახელია მაჰა და ჩემი დის – ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. საუდის არაბეთის მთავრობამ გააუქმა ჩვენი პასპორტები. ჩვენ ახლა საქართველოში ვართ“, – წერენ ისინი.

რეგინფო