საზარელი ავარია პორტუგალიაში – გერმანელი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა – 28 ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიაში მადეირას კუნძულზე ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მთიან გზაზე მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

ინციდენტი ქალაქ კანიშოსთან მოხდა.

“შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე ის საშინელება, რაც ვიხილე” – თქვა ქალაქის მერმა ფილიპე სოუზამ.

მისი თქმით, ავტობუსში ძირითადად გერმანელი ტურისტები ისხდნენ, თუმცა არაა გამორიცხული, მძღოლს რამდენიმე ადგილობრივი მგზავრიც ჩაესვა.

“დაღუპულია 11 მამაკაცი და 17 ქალი”, – თქვა სოუზამ.

სავარაუდოდ, ავტობუსში სულ 55 ადამიანი იჯდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პორტუგალიის პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. ქვეყნის პრემიერმა ანტონიო კოსტამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სამძიმარი გაუგზავნა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019