სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავს

სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავსრუსი მსახიობის, სერგეი ბეზრუკოვის თეატრალური დასი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავს. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ. ბეზრუკოვის თეატრი ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიწვევით ჩადის.

დასი, რომელსაც ბეზრუკოვი ხელმძღვანელობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში სავარაუდოდ აგვისტოში ჩავა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალში თეატრალური დასის სხვა ხელმძღვანელები და ტექნიკური პერსონალი იმყოფება, რომლებიც გასტროლების დეტალების შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ.

პირველი რადიო