შაკო ნაჭყებიას დედამ ოჯახი მიატოვა და აფხაზეთში ცხოვრობს

შაკო ნაჭყებიას დედამ ოჯახი მიატოვა და აფხაზეთში ცხოვრობსმარტვილის მუნიციპალიტეტის  მე-9 კლასის მოსწავლე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, უმცროსს ძმასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. ბიჭების დედის ადგილსამყოფელის შესახებ კი ამ დრომდე არ უსაუბრიათ.

გარდაცვლილის მეზობელი მერაბ ციცხვაია პრაიმტაიმს უყვება,რომ დედამ ბავშვები გაჩენიდან მალე მიატოვა.

ბიჭების დედა არის ეკა ჩიჩუა. შალვა იყო წლინახევრის და მირიანი 9 თვის,რომ დატოვა. ბავშვებს მამა – გოჩა ზრდიდა. როგორც ვიცი, დედა აფხაზეთშია, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფება. ერთი პერიოდი თბილისშიც ყოფილა. რაც შვილები მიატოვა, მას მერე არავის გვინახავს. გოჩა იყო ამათი პატრონი. მთელი საელიავოს უბანი და მთელი მარტვილი შოკში ვართ…მხოლოდ გარდაცვლილმა იცის სიმართლე რა მოხდა, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ მეზობელი.

მარტვილში 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 17 აპრილს დაასრულა.

პრაიმ ტაიმი