შრი ლანკაში ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

შრი ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, შრი-ლანკაში ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. მებრძოლებმა განახორციელეს.

21 აპრილს კათოლიკური აღდგომის აღნიშვნისას ქვეყნის სამ ეკლესიაში აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, აფეთქება მოხდა ასევე სამ სასტუმროში. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, ხოლო 480 კი დაშავებულია.

გამოძიების ვერსიით, შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტები ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხია.

ამის შესახებ შრი-ლანკას მასმედიის საკითხებში მინისტრმა რუვან ვიჯევარდენემ განაცხადა.

„გამოძიებამ გამოავლინა, რომ აღდგომის დღეს ადგილობრივი ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმა ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაზე პასუხია“, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019