სმოლინგმა მესის ცხვირი გაუტეხა

სმოლინგმა მესის ცხვირი გაუტეხაკრის სმოლინგმა ბარსელონას ლიდერს ლიონელ მესის ცხვირი გაუტეხა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ეს ორი ფეხბურთელი საჰაერო ორთაბრძოლაში ერთმანეთს დაეჯახნენ. მესის სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მან თამაში განაგრძო, თუმცა როგორც აღმოჩნდა მას სუნთქვა უჭირდა.

მესი რამდენიმე დღე დაისვენებს და უესკასთან შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედისთვის ის მზად იქნება. ბარსელონამ სტუმრად მანჩესტერი 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალს მიუახლოვდა. განმეორებითი მატჩი ბარსელონაში 16 აპრილს გაიმართება.