ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდატაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,1 მაგნიტუდას შეადგენდა.

ეპიცენტრი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპირზე მდებარეობდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სტიქიის გამო დროებით შეწყდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა. სკოლებიდან მოსწავლეების ევაკუაცია დაიწყო.

ამ ეტაპზე მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

პირველი არხი