თანაინვესტირების ფონდს ცოტნე ებრალიძე უხელმძღვანელებს

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ცოტნე ებრალიძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას მანამდე გიორგი ბაჩიაშვილი იკავებდა.

აღნიშნულ ფონდში ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან მუშაობს, სადაც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან კი თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორი იყო.

თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ცოტნე ებრალიძე „თიბისი ბანკის“ კორპორატიული ბანკირის პოზიციას იკავებდა, ხოლო მანამდე, უძრავი ქონების კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში მის პოზიციას ამჟამად თეა ჯოხაძე დაიკავებს, რომელიც ფონდში 2013 წლიდან მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.
ბიპიენი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019