თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახათბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორმა მოქალაქემ საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტოს საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.