თბილისში კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში დევნილები შეიჭრნენ

თბილისში კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში დევნილები შეიჭრნენუზნაძის 49 ნომერში, კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში დევნილები შეიჭრნენ.

როგორც ადგილიდან imedinews-ის  ჟურნალისტი იუწყება, შენობაში შეჭრილები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში ამ დრომდე დევნილების 7 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა კი 10 ოჯახი შეიჭრა.

ამ დროისათვის დევნილებთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია იმყოფება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.