ვარკეთილში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს – დაჭრილია 2 ადამიანი – ვიდეო

ვარკეთილში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს - დაჭრილია 2 ადამიანი - ვიდეოთბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭირს ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა “ამტელის” კლინიკაში “რუსთავი2”-ს დაუდასტურეს, რომ ამ წუთებში ორი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებითი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, კლინიკაში გადაჰყავთ.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/431669304286496/