ვატო შაქარიშვილი მამუკა მდინარაძეზე – “თავდაჯერებული იდიოტის სახით დემაგოგობენ!”

ვატო შაქარიშვილი მამუკა მდინარაძეზე - "თავდაჯერებული იდიოტის სახით დემაგოგობენ!"„ქართული ოცნებიდან“ წასული თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი მამუკა მდინარაძის კონტექსტში აცხადებს, რომ „იდოტის სახით დემაგოგობენ“.

„არანაირი ემოციური ბმა არ აქვს მდინარაძეს სანდროს სასტიკი მკვლელობის ისტორიასთან. მისი და მისი „ამხანაგები“ ტრაგიკულ ამბავს „ქეისს“ ეძახიან და თავდაჯერებული იდიოტის სახით დემაგოგობენ! ეცადეთ და გაიხსენეთ სადმე თუ არსებობს მდინარაძე&ამხანაგების ერთი განცხადება მაინც, როგორც იურისტების, როგორც საზოგადოების წევრების, როგორც ახალგაზრდა ადამიანების პოზიცია უდანაშაულო ბიჭის წამებაზე, ოჯახის განადგურებაზე, შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, სასამართლოზე ან პოლიტიკურ ნაწილზე… ასეთს ვერ ნახავთ!

მძიმე საყურებელი იყო გუშინდელი დებატები იმედზე, არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი… ერთი მათგანი იმ ხალხთან ერთად დგას წლების შემდეგ ვისაც სანდროს ოჯახის განადგურებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, მეორე იმ მოსამართლის და სხვა ჯალათების ამხანაგია ვისაც სანდროს სისხლი აქვს ხელებზე…
მაგრამ მიუხედავად ამისა, კონტრასტი და განსხვავება მაინც დიდია, რათქმაუნდა შალვა შავგულიძის სასარგებლოდ, ის ირინა ენუქიძის გვერდით იბრძოდა და ისტორიული საქმე აქვს მოგებული სტრასბურგში!
ისტორიას ვერ გადაწერთ, უბრალოდ შეხვალთ ისტორიაში როგორც უარყოფითი პერსონაჟები!“ – წერს შაქარიშვილი.

ნიუპოსტი

მდინარაძე შავგულიძეს – “ბოდავ შენ, შალვა! უზრდელობაზე მიგანიშნებ!”