”ვიკივლეო და კივილზე წავიდაო” – ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა

”ვიკივლეო და კივილზე წავიდაო” - ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრაყაჩაღობის მორიგი შემთხვევა – ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა და  თანხის გამოძალვა სცადა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა.

ნიღბიანი ხალხმრავალ ლომბარდში დღის ორ საათზე შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, მოლარე-ოპერატორი დახმარებას ითხოვდა. ამ წუთებში მოლარე-ოპერატორი სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს.

„აფარებული ჰქონდა სახეზეო. თანხა არ წაუღიაო. ვიკივლეო და კივილზე წავიდაო, ასე თქვა ლომბარდის თანამშრომელმა,“ – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

დაყაჩაღებული ობიექტი ექსპერტ-კრიმინალისტებმა დახურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თავდამსხმელი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. უწყების ცნობით, ის დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2