33 წლის სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს – ამოღებულია სანადირო თოფი

33 წლის სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს - ამოღებულია სანადირო თოფითავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 33 წლის სამხედრო მოსამსახურე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

“მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს” – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტოს განცხადებაში.