“7 თვის ფეხმძიმე უცემია” – ქეთი სუთიძის მკვლელობისთვის მისი ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძე დააკავეს

"7 თვის ფეხმძიმე უცემია" - ქეთი სუთიძის მკვლელობისთვის მისი ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძე დააკავესსა­ბერ­ძნეთ­ში 29 წლის ქარ­თვე­ლი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, 32 წლის შალ­ვა ქა­თა­მა­ძე უკვე და­აკ­ავა. ქეთი სუ­თი­ძე სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 15 მა­ისს იპო­ვეს. მას ყელ­ზე ნაჭ­დე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ქამ­რით არის გა­გუ­დუ­ლი, ნივთმტკი­ცე­ბა სა­წო­ლის ქვეშ იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას ძებ­ნა ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყეს. მას ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებს მე­უღ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბათ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სუ­თი­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი წერს, რომ შალ­ვა ქა­თა­მა­ძე მე­უღ­ლე­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. ქეთი სუ­თი­ძე კი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს ოჯახს უმა­ლავ­და.

“ამ­დენ ხანს უფ­ლე­ბა არ მქონ­და მეთ­ქვა რამე. ახლა თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ სათ­ქმე­ლი გი­თხრათ. ღმერ­თმა მა­სე­თი სიმ­წა­რე არ მო­გაკ­ლოთ ცხოვ­რე­ბა­ში. თქვენ რა ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფილ­ხართ, ქალს რტყმე­ვა­ში და ვირულ მუ­შა­ო­ბა­ში ამოხ­და სული, მაკა ხე­ლის­გულ­ზე ატარ­დებ­და. ქეთი არ მო­წონ­და დე­და­შენს და მა­მა­შენს, სი­გა­რეტს ეწე­ვაო და შენი საქ­ცი­ე­ლი მო­წონ­და? არა­ფე­რი იმა­ლე­ბა, ჭკუ­ი­დან ვართ გა­დამ­დგა­რი, მი­გალ­პეს მაგ ხელი, რო­მე­ლიც ქე­თის­კენ წა­ი­ღე და მა­მა­შენ­საც, თქვენ მთე­ლი ოჯა­ხი ფსი­ქო­პა­ტე­ბი ყო­ფილ­ხართ. თქვენ ოჯა­ხის ფასი არ გცოდ­ნი­ათ და ნურც გას­წავ­ლოთ ღმერ­თმა. ქე­თის ცოდ­ვა არ მო­გას­ვე­ნებთ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­გორ გინ­დათ თა­ვა­წე­უ­ლებ­მა ია­როთ, სა­დის­ტე­ბო, არა­ა­და­მი­ა­ნე­ბო” – წერს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი “ფე­ის­ბუქ­ზე”.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის დის ოჯახს და­უ­კავ­შირ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა ქა­თა­მა­ძე გუ­შინ სა­ბერ­ძნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე ჰყავ­დათ.

“ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს ელო­დე­ბი­ან. ადრე არ ჰყვე­ბო­და, არა­ვინ იცო­და რა ხდე­ბო­და ოჯახ­ში და ვე­რა­ვინ ატყობ­და. ამ ბოლო დროს გვიყ­ვე­ბო­და, ქორ­წი­ლის წინა დღე­საც უცე­მია, 7 თვის ფეხ­მძი­მე იყო, მა­ში­ნაც მაგ­რად უცე­მია. მის ტყუ­პის ცალს არა­ფერს უმ­ხელ­და, სა­ნამ გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა არ შე­ექ­მნა. უკან ვერ გაბ­რუნ­და ბავ­შვე­ბის გა­რე­შე. სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია მათ და­ტო­ვე­ბა­სო და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა. მულ­მა წიხ­ლი და­არ­ტყა, სუ­რა­თიც გვაქვს, რო­გორ აქვს თვა­ლი და­ლურ­ჯე­ბუ­ლი, დევს ეს საქ­მე პო­ლი­ცი­ა­ში… მე ვთხო­ვე, რომ სა­ჩი­ვა­რი შე­ე­ტა­ნა. ერთი წლის და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მა­ინც ცე­მა­ში ჰყავ­და. უვარ­დე­ბო­და სახ­ლში, ქუ­ჩა­შიც ხვდე­ბო­და და შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხით გა­მო­დი­ო­და, ადას­ტუ­რე­ბენ ბერ­ძნე­ბიც” -აცხა­დებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ქეთი სუ­თი­ძის დის დე­დამ­თი­ლი.

მისი თქმით, ბავ­შვე­ბი მა­მის თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მოჰ­ყავ­და, ამი­ტომ წა­მოს­ვლას ვერც ქეთი ახერ­ხებ­და. ამ­ჟა­მად ოჯა­ხი აპი­რებს, ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნოს და მე­ურ­ვე­ო­ბა მათ მი­ი­ღონ.

ქეთი სუ­თი­ძე­ზე რომ მე­უღ­ლე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და, ამას გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. მათი თქმით, ქეთი სუ­თი­ძე შე­უ­რა­ცხყო­ფას ბავ­შვე­ბის გამო ით­მენ­და.

“ჩემი ქე­თუ­სია აღარ მყავს, ჩემო სა­ცო­და­ვო, ტან­ჯუ­ლო, მე შენ­ზე წარ­სულ­ში ვე­რა­სო­დეს ვი­ლა­პა­რა­კებ ჩემო ბავ­შვო­ბავ… ჩემო ხა­ლი­სი­ა­ნო მხი­ა­რუ­ლო და კე­თი­ლო, შენ ასე­თი წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლის ღირ­სი არ იყა­ვი არა­აა… რა ვუ­ყოთ კე­სოს რა, რო­დე­საც ერთ წუთ­საც არ იშო­რებ­დი გვერ­დი­დან. ბავ­შვებ­ზე სი­გი­ჟემ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დედა იყა­ვი. ყვე­ლა პა­სუხს აგებს შენს და შენი ორი ან­გე­ლო­ზის წი­ნა­შე, ღმერ­თი დი­დია და მჯე­რა, რომ და­ის­ჯე­ბა! ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბი ასე­თი გა­უ­ხა­რე­ბე­ლი რომ მი­დი­ხარ! ჩემო და­ტან­ჯუ­ლო გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლო გოგო, მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი ხარ… არ მწამს წარ­სულ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის. მა­რა­დი­უ­ლი ცრემ­ლი და ტკი­ვი­ლი ხარ და იქ­ნე­ბი მუ­დამ” – წერს “ფე­ის­ბუქ­ზე” გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი შალ­ვა ქა­თა­მა­ძე ამ დრო­ის­თვის ბრალს არ აღი­ა­რებს. ქეთი სუ­თი­ძეს ბავ­შვე­ბი – 6 წლის გოგო და 12 წლის ბიჭი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც ამ დრო­ის­თვის მა­მი­დას­თან ცხოვ­რო­ბენ. გარ­დაც­ვლილს სა­ქარ­თვე­ლო­ში 21 მა­ისს გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

ამბები