ახმეტაში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს

ახმეტაში 35 წლის მამაკაცი დაჭრესახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთ შელაპარაკება უძღოდა, რომლის დროსაც მამაკაცს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს.

35 წლამდე მამაკაცს ჭრილობები მუცლისა და ზედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული. მას გამოკვლევები ჩაუტარდა.

ადგილზე მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.