“ან აღვადგენთ ივანიშვილის წართმეულ არჩევნებს ან დავკარგავთ სახელმწიფოს“- ბაჩუკი ქარდავა ქუჩის პროტესტსა და პროცესების რადიკალიზაციას არ გამორიცხავს

"ან აღვადგენთ ივანიშვილის წართმეულ არჩევნებს ან დავკარგავთ სახელმწიფოს“- ბაჩუკი ქარდავა ქუჩის პროტესტსა და პროცესების რადიკალიზაციას არ გამორიცხავსამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და 19 მაისისი არჩევნებს საპალიციო ძალების სპეცოპერაციას აფასებენ.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, გუნდი არ აპირებს, შეეგუოს “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. მისი თქმით, “ძალა ერთობაშიას” წევრები არსებული საარჩევნო სისტემისა და ივანიშვილის მთავრობის შესაცვლელად პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.

“ზუგდიდში მოხდა ის, რაც ხდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში არჩევნებთან მიმართებით. წინასაარჩევნო კამპანია იყო, აფსოლუტურად ძალადობრივი, ბიძინა ივანიშვილის და უფრო სახელმწიფო თანხების უპრაგონოდ ყრა, მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება და ყველა ბერკეტი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. თუ ამას ახორციელბდნენ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, სუს-ის და შსს-ს მიერ დაორგანიზებულ იზონდერ ჯგუფები 19 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა პირადადმა შემადგენლობამ. როგორ შეიძლება არჩევნები ვუწოდო იმას, რასაც ჩვნე თვითონ ვხედავდით, რომ თვითონ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომაგენლების თავისუფალ მოქმედებას ზღუდავდეს საარჩევნო კომისიაში, კიბატონო ფორმალურად ამას ახორციელებდნენ საარჩევნო კომისიის და რეალურად “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან ეს ადამიანები და ახორციელებდნენ ისინი და ხორცს ასხამდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და თამამდ შეიძლება ითქვას, რომ არჩვნები ძალადობით, პირადობის მოწმობების მოპარვით და მოსყიდვით. ქალაქში, სადაც 24 000 ხმას იღებ და იმის გამო, რომ მეზობელი რაიონებიდან არის ხალხი გადმოწერილი, ზუგდიდში ერტი დღისთვის, რომ ივანიშვილის მიერ დანიშნული მერი მივიღოთ და ამას არჩევნებს ვერ ვუწოდებთ. გაერთინებული ოპოზიციის წინაშე დგას ერთი მარტივი ამოცანა და არამგონია ამაში რადიკალური ცვლილებებია. ბიძინა ივანიშვილი უნდა ვაიძულოთ, ქვეყანაში აღდგეს არჩვნები, მან წაგვართვა და ხალხს წაართვა ხმები და ეს არჩევანის უფლება ხალხს უნდა დაუბრუნდეს, სხვაგვარად ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. სახელმწიფოსთვის ეს არის ტრაგედია და განვითარებას, ხელს შეუშლის უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტის არჩევნების ინტიტუცის გაუქმება, მეორეს მხრივ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს კატასტროფაა, უბრალოდ მას არ ესმის ეს რომ დიდი ხნით ის ძალაუფელბას ვერ შეინარჩუნებს. ხელისულფლება, არომელიც, ამ ინსტიტუს აუქმებს უნდა დასრულდეს. მიიღებს იმ პროცესებს, რომელიც შეიძლება გახდეს უკონტროლო. ჩვენი ამოცანა, სახელმწიფოდ მოაზროვნე პოლიტიკური ძალების, ოპოზიციის, რომელიც ძალიან მალე გაფართოვდება და ამის პირობას საზოგადოებას ვაძლევ, დაწყებულია პროცესი და დარჩენილია რამდენიმე ნაბიჯი, და ეს მოხდება. ჩვენი ამოცანაა, აღვადგინოთ საარჩევნო მექანიზმები, ეს იქნება საარჩევნო კოდექსში ცვლილება, პროპორციული სისტემა თუ ის ხარვეზები რომელიც ვიხილეთ, რომ როგორც მოუნდება კომისიის თავმჯდომარეს, ადგებს ოპოზიციის წამომადგენელს უბნიდან ეს ერთი მარტივი მაგალითია, რომელიც კოდექსში აუცილებლად უნდა შეიცვალოს, და თუ არ ვცდები ერთი ორი წლის წინ კობახიძის ხელით ბიძინა ივანიშვილმა ჩააწერინა საარჩევნო კანონმდებლობაში. საარჩევნო პროცესისს მართვისთვის. უნდა ვაიძულოთ და ამის შესაცვლელად დაგვჭირდება პროცესების რადიკალიზაცია. მე პირადად გაერთიანებულ ოპოზიციაში მივეკუთვნები იმ პოლიტიკურ ძალას და იმ პოლიტიკოსს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს რადიკალიზაციის გარეშე ვერ განვახორციელებინებთ. ჩვენ ზოგადი მიზანი არ უნდა დავისახოთ და ერთ დღეში დავასრულოთ ხელისუფლება, ეს რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი და ცუდია. ჩვენ უნდა დავისახოთ მიზანი, რომ დავაბრუნოთ ქვეყანაში არჩევნები და ამისთვის საჭირო იქნება ქუჩის პროტესტი, თბილისში-რუსთაველზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სხვა ტიპის პოლიტიკური აქტივობები, თუნდაც მწვავე, რადიკალური, ამაზე ენის მოჩლექვით არ უნდა ვისაუბროთ და ეს უნდა იყოს ჩვენი გეგმა, უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პოლიტიკური აქტორები და ჩართულობა ამ პროცესში. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს” – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.