აშშ-ის ელჩის სახლს ათენში შავი საღებავი და მანათობლები ესროლეს

აშშ-ის ელჩის სახლს ათენში შავი საღებავი და მანათობლები ესროლესსაბერძნეთში შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაზე თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირებმა დიპლომატის სახლს ათენში შავი საღებავი და მანათობლები ესროლეს. პოლიციამ 8 ეჭვმიტანილი დააპატიმრა, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო ყველა გაათავისუფლეს.

ჯეფრი პაიატმა, რომელიც ელჩად 2016 წელს დაინიშნა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მომხდარი “ბავშვურ თავდასხმად” შეაფასა. მოგვიანებით, ინციდენტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ბერძენმა ანარქისტებმა აიღეს და ინტერნეტში ვიდეოც გამოაქვეყნეს.

ანარქისტებმა განაცხადეს, რომ  ამ თავდასხმით სოლიდარობა გამოუცხადეს ცნობილ ბერძენ ტერორისტს, რომელსაც ამერიკელი აგენტისა და კიდევ 22 ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.