აშშ-მ სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა

აშშ-მ სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნააშშ-მა სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით საბრძოლო გემები და პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემა გაიგზავნა. ამის შესახებ განკარგულებას პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუ სად განთავსდება საბრძოლო შეირაღება. ვაშინგტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბირთვული შეიარაღების გამო გამწვავდა. ისინი აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან საფრთხეს ელიან, რის გამოც რეგიონში დამატებითი სამხედრო შეირაღების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

იპნ