აშშ თურქეთს 2 კვირას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული სი-400-ის შეძენაზე

აშშ თურქეთს 2 კვირას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული სი-400-ის შეძენაზეაშშ თურქეთს ორი კვირის ვადას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს სი-400-ის შეძენაზე და შეიძინოს ამერიკული ანალოგი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა პეტრიოტი. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

ივნისის პირველი კვირის დასრულებამდე თურქეთმა უნდა გააუქმოს რუსეთთან შეთანხმება და იყიდოს ამერიკული პეტრიოტი. წინააღმდეგ შემთვევაში, ანკარას ემუქრება პროგრამა ლოკჰიდ მარტინიდან გარიცხვა, შეპირებული 100 თვითმფრინავის – ფ-35-ის კონფისკაცია, ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესება და ნატო-ს მხრიდან პოტენციური შედეგები.

ეს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უკანასკნელი გაფრთხილებაა.

„ნატო-ს ქვეყნებმა უნდა შეიძინონ საბრძოლო ტექნიკა, რომელიც თავსებადია ნატო-ს სისტემებთან. რუსული სისტემა ვერ შეესაბამება ამ სტანდარტს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ თურქეთი შეეჯახება რეალურ და ნეგატიურ შედეგებს, თუკი ის დაასრულებს რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შეძენას”, – განუცხადა მედიას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

იპნ