ბიძინა ივანიშვილი – “ორ ოლქში არსებობს მეორე ტურის ალბათობა”

ბიძინა ივანიშვილი - "ორ ოლქში არსებობს მეორე ტურის ალბათობა"„ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ მთაწმინდაზე საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ყველა ოლქში, მათ შორის თბილისში „ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.
“ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. მთაწმინდაზე და საოლქოში აქტივობა მაღალია და „ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირტესობით გაიმარჯვებენ. დღევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია. მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიყვანოთ. მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ოცნების“ კანდიდატებმა”,- განაცხადა ივანიშვილმა.