ბორჯომში და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა იყო – დაზიანდა რამდენიმე მანქანა

ბორჯომში და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა იყო. ყველაზე უფრო ინტენსიური სეტყვა ბაკურიანში დაფიქსირდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, რაიონში ვითარება სტაბილურია.

,,სეტყვა დაფიქსირდა ბაკურიანში, ქვაბისხევსა და დვირში, თუმცა, ყველაზე ინტენსიური ბაკურიანში გახლდათ. საბედნიეროდ, სულ 2-3 წუთს გაგრძელდა, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. სხვა პრობლემები მუნიციპალიტეტში არ შექმნილა, ამჟამად ვითარება სტაბილურია“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019