ჩაწყობილი მატჩების საქმე – დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

ჩაწყობილი მატჩების საქმე - დაკავებულებს ბრალი წაუყენესჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალი წაუყენეს.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენების მიცემაზეც უარს ამბობს.

„ვერ ვიტყვი ამას, რომ ეს შეიძლება კლუბის წინააღმდეგ იყოს დაგეგმილი ან საერთოდ იყო თუ არა პროვოკაცია, თუმცა მსგავსი კატეგორიის საქმეებში, არ არის გამორიცხული პროვოცირების ნიშნები, რათა კონკრეტული პირები მიეცნენ პასუხისგებაში. ზოგადად დანაშაულის პროვოკაცია ნიშნავს დაყოლიებას დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ნიშნით, ანუ ვისაც იყოლიებენ, რომ ჩაიდინოს დანაშაული” – განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დაკავა. 

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაკავებულები არიან ჯონი შეროზია, პაატა ღუდუშაური, გიორგი გეთიაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, რატი იმერლიშვილი, ირაკლი ბაჯელიძე, ლაშა ჩაფიძე და ირაკლი ხუჭუა.

უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებმა, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის 93 500 ლარი აიღეს.