ჩაწყობილი თამაშების საქმეზე 4 ფეხბურთელს პატიმრობა შეეფარდა, 7-ს კი 10.000 ლარიანი გირაო

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ ფეხბურთელებიდან მოსამართლემ 4-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, 7-ს კი გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალი პროკურატურამ 11 სპორტსმენს, მათ შორის 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს წაუყენა. ბრალი სასამართლო პროცესზე, ყოფილმა ფეხბურთელმა, ვახტანგ ჯაყელმა უკვე აღიარა. ჯაყელის გარდა პატიმრობა შეეფარდათ ჩაფიძეს, ხუჭუას და დაუშვილს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019