დევიდ ბექჰემს მანქანის ტარება 6 თვით აუკრძალეს

დევიდ ბექჰემს მანქანის ტარება 6 თვით აუკრძალესდევიდ ბექჰემს ინგლისში მანქანის ტარება 6 თვით აუკრძალეს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან აღიარა, რომ 2018 2ლის 21 ნოემბერს ლონდონში მანქანის მართვის დროს მობილურს იყენებდა.
ბექჰემის მიერ წესის დარღვევას ადასტურებს ფოტო, რომელზედაც ჩანს, როგორ უყურებს ის თავის მობილურ ტელეფონს მანქანის მართვის დროს.
გარდა ამისა, ბექჰემს აბრალებენ, რომ მართვის დროს უსაფრთხოების ღვედზე იყურებოდა, რითაც მას ყურადღება ეფანტებოდა.

თავად ბექჰემი ამბობს, რომ არ ახსოვს, იმ დღეს როგორ იყენებდა მანქანის მართვის დროს მობილურს, მაგრამ ბრალდებას მაინც ეთანხმება.

ბექჰემი 200 გირვანქა სტერლინგითაც დააჯარიმეს.