დუბაიში თვითმფრინავი ჩამოვარდა – 4 ადამიანი დაიღუპა

დუბაიში თვითმფრინავი ჩამოვარდა - 4 ადამიანი დაიღუპადუბაიში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

შემთხვევა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი ამერიკულ კომპანია Honeywell-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია.

სავარაუდოდ, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.