ძლიერი წვიმა თბილისში – დაიტბორა ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები

ძლიერი წვიმა თბილისში - დაიტბორა ეზოები, სადარბაზოები და სარდაფებითბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, ამ დროისთვის, დაზარალებულები არ არიან. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში„ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გამოძახება დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან არის.

ასევე, ძირითადად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეები ეზოების, სადარბაზოების და სარდაფების დატბორვის შესახებ რეკავენ.

ასევე, სანზონაში დაფიქსირდა კორპუსის სახურავის დაზიანების ფაქტიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში უხვი ნალექის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.