ეკა ქობესაშვილის კლიენტმა ო.ც.-მ პროკურატურას 18.000 ლარი მოუგო

ეკა ქობესაშვილის კლიენტმა ო.ც.-მ პროკურატურას 18.000 ლარი მოუგოადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურას მოქალაქის სასარგებლოდ 18.000 ლარის გადახდა დაეკისრა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ადმინისტრაციული სარჩელი დააკმაყოფილა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოქალაქე ო. ც.-ს სასარგებლოდ, 18.000 ლარის გადახდა დააკისრა.

ო. ც. 2015 წელს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც პირველმა ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ, ო. ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

2017 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ო. ც. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

2019 წლის მაისის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ო. ც.-ს სასარგებლოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სოლიდური თანხის – 18.000 ლარის გადახდა დააკისრა. ო.ც.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავდა” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.