ბარსელონას მთავარი მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს ბედი ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ გადაწყდება. თუ ბარსელონა ვალენსიასთან დამარცხდა, მაშინ ვალვერდეს გაანთავისუფლებენ, ხოლო თუ ბარსელონამ თასის მოგება შეძლო, სავარაუდოდ ერნესტო ბარსელონაში დარჩება.
ლივერპულთან 0:4 ის შემდეგ ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ, რომ მომავალ სეზონში კატალონიურ გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ბარსელონას ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება არ მიუღია. თვითონ ვალვერდემ განაცხადა რომ მას ბარსელონაში დარჩენა სურს.