გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გაძევებას ითხოვენ

გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გაძევებას ითხოვენჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს.

მათ ქალაქში კომპანიის წასვლის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მაღაროელების განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილდება. ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის შემდეგ კვლავ კარავში დაბრუნდა და შიმშილობა გააგრძელა.

გაფიცულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

იპნ