გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით მიიღო.

გიორგი მიქაუტაძეს განაცხადები თავდაპირველად შეტანილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში, თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოში კანდიდატურა მოხსნა და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში დატოვა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 78 კანდიდატს აქვს შეტანილი.

კანდიდატებს შორის გიორგი მიქაუტაძესთან ერთად იუსტიციის საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებიც იყვნენ: რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო და და ვასილ მშვენიერაძე, თუმცა სამივე მათგანმა (მიქაუტაძის გარდა) კანდიდატურები მოხსნეს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პირების გარდა კანდიდატებს შორის არიან უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირვანდელ სიაში დასახელებული პირები, ასევე მოსამართლეები, რომლებსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. მათ უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ.

იპნ