გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა

პარტია „თავისუფალმა საქართველომ” უბნებზე კოორდინატორების ნაწილი მოხსნა და ზესტაფონის საოლქო კომისიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა. პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ და მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ საარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი თქმით, მათ კოორდინატორებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო, ჩემი კოორდინატორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვლად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

კახა კუკავას თქმით კი, მეორე ტურში მოხვედრის შანსი აქვს მათ კანდიდატს და თუ მათი ბიულეტენები გაბათილდა, აქციებს გამართავენ.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019