გორში პოლიციამ მანქანიდან ნარკოტიკები ამოიღო

გორში პოლიციამ მანქანიდან ნარკოტიკები ამოიღოგორში, წმინდაწყლის დასახლებაში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა.

ცხინვალის გზატკეცილის პირველ კილომეტრზე ავტომანქანა  გააჩერეს და გაჩხრიკეს. მანქანაში ორი მოქალაქე იჯდა.
ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთიერება ამოიღეს, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკის შეიცავს.
დანიშნულია ექსპერტიზები.
საქმეზე გამოძიება 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას გულისხმობს.